დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ Xiaomi სასანქციო სიაში შეიყვანა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ Xiaomi სასანქციო სიაში შეიყვანა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ცხრა ჩინური კომპანია, მათ შორის ავიამშენებელი კომპანია Comac-ი და სმარტფონების მწარმოებელი Xiaomi სასანქციო სიაში შეიყვანა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჩინელი სამხედროები ფლობენ ან აკონტროლებენ.

ამერიკელებს ეკრძალებათ ინვესტიციების ჩადება სასანქციო სიაში შეყვანილ კომპანიებში და 2021 წლის 11 ნოემბრამდე აღნიშნულ კომპანიებში არსებული აქტივების მოშორება მოეთხოვებათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანია Xiaomi გამოეხმაურა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Xiaomi პროდუქტებსა და მომსახურებებს სამოქალაქო და კომერციული მიზნებისთვის უზრუნველყოფს.

„კომპანია ადასტურებს, რომ ჩინელი სამხედროები არ ფლობენ და არ აკონტროლებენ მას და ის არ არის „კომუნისტური ჩინეთის სამხედრო კომპანია“, - ნათქვამია განცხადებაში.