გიორგი გახარია: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ხელი შეუწყოს

გიორგი გახარია: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ხელი შეუწყოს

არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას პროვოცირება გაუწიოს ან ხელი შეუწყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა იყო და იქნება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების დაცვის გარანტი.

„მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების გნმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს, სახელწმიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.