„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის აღწერა ცნობილია

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის აღწერა ცნობილია

პორტალმა The One Ring ჯონ ტოლკინის ნაწარმოებზე დაფუძნებული სერიალის ოფიციალური აღწერა გამოაქვეყნა, რომელსაც Amazon-ი იღებს. დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოუს მოვლენები შუახმელეთის მეორე ეპოქაში განვითარდება და როგორც ძველ, ასევე ახალ პერსონაჟებზე მოგვითხრობს.

„Amazon-ის სერიალში პირველად გვანახებენ შუახმელეთის მეორე ეპოქის გმირულ ლეგენდებს. ამ ეპიკური დრამის მოვლენები „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ მოვლენებზე ათასობით წლით ადრე ვითარდება, როცა ჩნდებოდნენ დიდი ძალები, იბადებოდნენ და ეცემოდნენ სახელმწიფოები, იმედი ბეწვის ხიდზე ეკიდა, ჯონ ტოლკინის მიერ შექმნილი უდიდესი ბოროტი გმირი სამყაროს წყვიადით ემუქრებოდა. ისტორია შედარებით მშვიდ პერიოდში დაიწყება და მისი გმირები შუახმელეთში დაბრუნებულ ბოროტებას შეებრძოლებიან“, - წერს პორტალი.

მოგვიანებით პორტალის მონაცემების სიზუსტე გამოცემა IGN-მა დაადასტურა.

„ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი ორი ეპიზოდის რეჟისორი ხუან ანტონიო ბაიონაა. სერიალში ითამაშებენ: რობერტ არამაიაო, მარკელა კავენა, ჯოზეფ მოული, მორფიდ კლარკი და სხვები. სერიალის პრემიერის თარიღი უცნობია.