აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ განიხილავს

აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ განიხილავს

აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Washington Post-ი სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა უარი განაცხადა 19 დეკემბრამდე სენატის მოწვევაზე. ეს კი ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღეს წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, სენატი აღნიშნულ საკითხს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ განიხილავს.

სენატში „რესპუბლიკელების“ ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წარმომადგენელმა, დაგ ანდრესმა აღმიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს უყრის კენჭს. 11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.