გიორგი ამილახვარი: ბიძინა ივანიშვილი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, თავის პოლიტიკურ შეხედულებას მხოლოდ არჩევნებზე დააფიქსირებს

გიორგი ამილახვარი: ბიძინა ივანიშვილი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, თავის პოლიტიკურ შეხედულებას მხოლოდ არჩევნებზე დააფიქსირებს

ბიძინა ივანიშვილი არანაირ პირად კომუნიკაციას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ განახორციელებს და როგორც ერთ-ერთი ჩვენი რიგითი მოქალაქე, თავის პოლიტიკურ შეხედულებას მხოლოდ არჩევნებზე დააფიქსირებს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ საკმოდ შეკრული გუნდია და არიან ისეთი ლიდერები პარტიაში, რომლებსაც შესწევთ უნარი, პოლიტიკურ გუნდს გაუძღვნენ.

„ჩვენ მზად ვართ, ეს პასუხისმგებლობა ერთიანად ავიღოთ. ძალიან რთული, გულდასაწყვეტი და ემოციურია ის, რომ პარტიის დამფუძნებელმა, სულისჩამდგმელმა და ბოლო წლებში, საქართველოში დემოკრატიული პროცესების განმავითარებელმა მთავარმა ფიგურამ პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ასევე, უნდა ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა პრო-დასავლურ პოლიტიკურ ძალად“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. ​

პირველ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ ექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.