იაგო ხვიჩია: თუ უზენაესი ქურუმი მართლა წასულია, მაშინ სხვა გზა, გარდა ლაპარაკისა, პოლიტიკოსებს შორის არ რჩება

იაგო ხვიჩია: თუ უზენაესი ქურუმი მართლა წასულია, მაშინ სხვა გზა, გარდა ლაპარაკისა, პოლიტიკოსებს შორის არ რჩება

თუ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილი აღმოჩნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საუბარი დაიწყოს ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებს შორის, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე მმართველ ძალას არ სჭირდებოდა ოპოზიციასთან საუბარი, მაგრამ ახლა სწორედ ამის დროა.

„აქამდე იყო ბიძინა, რომელიც იყო უზენაესი ქურუმი და ის თუ ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, ლაპარაკი არ სჭირდებოდა ოპოზიციასთან, მაგრამ თუ უზენაესი ქურუმი მართლა წასულია, მაშინ სხვა გზა, გარდა ლაპარაკისა, პოლიტიკოსებს შორის, უბრალოდ, არ რჩება," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პირველ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ ექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.