გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ გაემარჯვა არჩევნებში და ეს დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ველით გაეკეთებინა

გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ გაემარჯვა არჩევნებში და ეს დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ველით გაეკეთებინა

ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ - ეს არის აგრესიული ჯგუფი, რომელმაც თავის დროზე ბოროტ დიქტატორად შევარდნაძე გამოიყვანა და დაამხო - მათ მხოლოდ ეს სცენარი იციან და უნდათ, რომ სწორედ იგივე გათამაშდეს, აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილი არ არსებობს, ეს სცენარი ვეღარ თამაშდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა, ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ ერთი მხრივ გაემარჯვა არჩევნებში, მაგრამ მეორე მხრივ ეს დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ველით გაეკეთებინა.

„ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ ერთი მხრივ გაემარჯვა არჩევნებში, მაგრამ მეორე მხრივ ეს დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ველით გაეკეთებინა. „რაკი მე შენ ვერ დაგამარცხე, არ მოგცემ საშუალებას, რომ გამარჯვება იზეიმო“, - სწორედ ეს იყო ოპოზიციის ბოლო სასოწარკვეთილი ნაბიჯი და ადამიანმა, რომელიც მაშინ ლიდერი იყო, თქვა, რომ ამ გზას არ გადაუხვევდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, ეს არის აგრესიული ჯგუფი, რომელმაც თავის დროზე ბოროტ დიქტატორად შევარდნაძე გამოიყვანა და დაამხო, შევარდა პარლამენტში და შემდეგ, უმრავლესობის ნების საპირისპიროდ მართვას დაეუფლა, მათ მხოლოდ ეს სცენარი იციან და უნდათ, რომ სწორედ იგივე გათამაშდეს. აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილი არ არსებობს, ეს სცენარი ვეღარ თამაშდება და ეს არის ისტერია, რომლის ყველაზე კარგი მაგალითიც გიგი უგულავაა“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.