პაატა იმნაძემ განმარტა, რას ფიქრობს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკური მაჩვენებელი დამაიმედებელია, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობამ შემსუბუქების შემდეგ სიფრთხილე შეინარჩუნოს.
„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების განმავლობაში 8%-ზე ჩამოვიდა (დადებითობის მაჩვენებელი). ანუ 19 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან რაც იყო დადებითი არის დაახლოებით 8%. ეს პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით 10%-ზე დაბლა, ეს არის საიმედო მაჩვენებელი. მაგრამ, თავისთავად, 1 600 როდესაც არის ავადობა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 100-200 შემთხვევიდან 2 თვეში ავედით 5 ათასამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ 1-ლი თებერვლიდან, როცა გაიხსნება ბიზნესები და ბევრი გაიხსნება, ეს არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავუბრუნდეთ დღეში 5-ათასიან მაჩვენებელს“, - განაცხადა იმნაძემ.
მანამდე ეკატერინეტ ტიკარაძემ განაცხადა, რომ 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.