მაშინ, როდესაც მსოფლიო საუბრობს კორონავირუსის მესამე ტალღაზე, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში COVID-19-ის პანდემიის მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. „საქართველოში ინფექციის გავრცელების მეორე ფაზა უფრო მოგვიანებით იყო, ვიდრე ევროპაში. აქედან გამომდინარე, კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას მომზადებული შეხვდება. „ ამ კომპონენტში უნდა გამოვიყენოთ არსებული გამოცდილება, რაც ამსოფლიოს აქვს და რაც ჩვენ დავაგროვეთ. მესამე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ და ასევე ვირუსის მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა COVID-19-ის გავრცელება მოხდეს მინიმალურად. აქცენტი ავიღოთ ამაზე და ვიყოთ უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.