სოსო მანჯავიძე: შეპყრობილებს სწამთ, რომ ბოროტი  რუსული ფული მაშინვე გარდაიქმნებიდა კეთილ დასავლურად, როგორც კი მას სააკაშვილი ეხებოდა

სოსო მანჯავიძე: შეპყრობილებს სწამთ, რომ ბოროტი  რუსული ფული მაშინვე გარდაიქმნებიდა კეთილ დასავლურად, როგორც კი მას სააკაშვილი ეხებოდა

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„არის რაღაც ძალიან ტრაგი-კომიკური ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებისადმი ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით ე.წ. პოლიტიკური ოპოზიციის დამოკიდებულებაში.

ერთი წუთით რომ დაუშვან, რომ ის, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების 90 პროცენტის  საქართველოსთვის გადაცემის შესახებ,  მართალია- ინგრევა მთელი მათი ნარატივი, რომელიც მათივე დიქოტომიურ  აშლილობაზეა აშენებული.

ამ დიქოტომიურ აშლილობას მე თავის დროზე ან-ან-იზმი დავარქვი, ანუ,  მოვლენების გამარტივებული, მხოლოდ  შავ-თეთრ ფერებში აღქმა, ხოლო ამ  დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს ან-ან-ისტები.

ბევრს გაუჩნდა ასოციაციები ბიბლიურ ონანის ცოდვასთან,  რაც  ნამდვილად არ არის შემთხვევითი, თუმცა, რეზო ამაშუკელის არ იყოს- მე ეს არ მითქვამს.

ასეთი ან-ან-იზმით დაავადებულ ადამიანებს თავიანთი შავ-თეთრი აღქმისათვის მიუღებელი ფაქტების გამო კოგნიტური დისონანსი და თანმდევი შიზოფრენია ეწყებათ., რის შედეგადაც ეკარგებათ  რეალობის ნარჩენი აღქმაც,  ეუფლებათ ბოდვითი იდეები და ამ იდეების გავრცელების დაუოკებელი წყურვილი, რისთვისაც მუდამ მზად არის  ქართული მედია, რომელიც ამ შიზოფრენიის რეზონატორის როლს ასრულებს.

ავადმყოფები  ორ ძირითად კატეგორიად იყოფიან. ერთნი საერთოდ უარყოფებენ  ქველმოქმედების ფაქტს და ამბობენ , რომ ასეთი რამ არ ყოფილა და რაც დახარჯა, თავისთვის დახარჯა.

მაგალითად, ოპერის რესტავრაციაში იმიტომ დახარჯა 40 მილიონი დოლარი, რომ იქ ბერა აპირებს სიმღერას და საერთოდ, სიბერეში თვითონაც საოპერო არიები უნდა იმღეროს.

ბოტანიკური ბაღები და დენდროპარკი იმიტომ გააკეთა, რომ დრუიდია და ხეების ენერგიით იკვებება და ა.შ. და ამგვარები.

მეორენი ფაქტს არ უარყოფენ, მაგრამ ამბობენ, რომ ამის უკან მზაკვრული და მუხანათური რუსული ჩანაფიქრია, რადგან რუსეთში ფულის შოვნა მხოლოდ ბოროტი გზით შეიძლება და მისი საქველმოქმედოდ გამოყენება ღალატია.

მაგალითად,  გადაუდებელი ოპერაციისთვის ივანიშვილის ფული,  ვინაიდან ის ბოროტ რუსეთშია ნაშოვნი, ავადმყოფებს არ უნდა აეღოთ, არამედ უნდა აეღოთ კეთილ ამერიკაში ან ბელგიაში ( დღეს მოვკარი ყური ანა ნაცვლიშვილის ნათქვამს პალიტრაში), ნაშოვნი ფული, ხაზარაძის 38%-იანი ეფექტური განაკვეთით.

აქვე უნდა ითქვას, რომ სახეზეა მაგიური ცნობიერების გამოვლინებები.

მაგალითად,  შეპყრობილებს სწამთ, რომ ბოროტი  რუსული ფული მაშინვე გარდაიქმნებიდა კეთილ დასავლურად, როგორც კი მას სააკაშვილი ეხებოდა.

ლუციუს კორნელიუს სულას, როცა მან ძალაუფლება ნებით დატოვა, ერთი ბავშვი გაეკიდა და ლანძღა.

სულამ დიდხანს ითმინა, შემდეგ მოტრიალდა და ბავშვს უთხრა-შენ გამო ჩემს მერე ხელისუფლებიდან თავისი ნებით აღარავინ წავაო.

ამათი ჟივილ-ხივილისა და ლანძღვა- გინების ყურებისას ვფიქრობ, რომ საქართველოში კარგა ხანს აღარავის ექნება ქველმოქმედების ხალისი“.

Aburjga Tasmanieli "ამათი ჟივილ-ხივილისა და ლანძღვა- გინების ყურებისას ვფიქრობ, რომ საქართველოში კარგა ხანს აღარავის ექნება ქველმოქმედების ხალისი“.
ვინ არიან ეს მოჟრიამულენი, ვინ გააკეთა, ვინ დაბადა, ვინ გაზარდა?! ესენი არიან ქართველი ხალხის შვილები?! ისტორიის მემკვიდრეები და მომავლის შემქმნელები?! ესენი, ეს უსაქმური-უზრდელები, რომელთაც მადლობის გადახდაც კი არ შეუძლიათ?!
3 წლის უკან