გია ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნები უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს, არ არის საკმარისი, ნათელაშვილმა, სააკაშვილმა ან ბურჯანაძემ განაცხადოს ამის შესახებ

გია ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნები უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს, არ არის საკმარისი, ნათელაშვილმა, სააკაშვილმა ან ბურჯანაძემ განაცხადოს ამის შესახებ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არსებობს შეთავაზება, არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სიმართლეს დაადგენს.

ვოლსკის თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს და არა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლის მოთხოვნას.

„ლოგიკა მოითხოვს, ვუპასუხო ამ თემას ძალიან ნათელი ფორმულირებით. არსებობს შეთავაზება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, რომელი მხარეა მართალი. ჩვენი ოპონენტების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, იმათაც აქვთ უფლება, ჩვენში ეპარებოდეთ ეჭვი, ამიტომ უნდა დადგინდეს სიმართლე, მითუმეტეს მათი ხელმძღვანელობით თუ იქნება ეს კომისია. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა ემყარებოდეს რაღაც სამართლებრივ საფუძველს, ხომ არ არის საკმარისი ვთქვათ, შალვა ნათელაშვილმა, სააკაშვილმა, ან ბურჯანაძემ განაცხადოს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამას არ ჰქონდეს რამე სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.