თენგიზ ცერცვაძე: მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, რადგან ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ გვაქვს

თენგიზ ცერცვაძე: მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, რადგან ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ გვაქვს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიდი რაოდენობით Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინის შესანახად მინუს 80-გრადუსიანი მაცივრებია საჭირო, რისი დიდი რესურსიც საქართველოს არ აქვს.

„საქართველოში შემოტანილი იქნება, მოხერხდება Pfizer-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონი და 2 მილიონის დოზისთვის, Pfizer-ის ვაქცინას საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ Pfizer-ის ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა და ამ მცირე რაოდენობით აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.