სტრიმინგ სერვისსზე HBO Max ცნობილი სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელება გამოვა. ამის შესახებ Variety იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტში სერიალის ოთხი მთავარი გმირიდან სამი - კერი, მირანდა და შარლოტა გამოჩნდებიან. სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევის თავის როლებს დაუბრუნდებიან. თუმცა, ახალ პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას კიმ კეტროლი, რომელიც სამანტას როლს ასრულებდა.
პარკერმა, ნიქსონმა და დევისმა სოციალურ ქსელებში ახალი პროექტის ტიზერი გამოაქვეყნეს. მასში 10 ნახევარსაათიანი ეპიზოდი იქნება, გადაღებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ცნობილია სერიალის სახელწოდება And Just Like That… („და აი ასე...“).