სერგო ჩიხლაძე კობახიძის ინიციატივაზე: იმას გვთავაზობს, რაზეც სამი თვის წინ უარი გვითხრა

სერგო ჩიხლაძე კობახიძის ინიციატივაზე: იმას გვთავაზობს, რაზეც სამი თვის წინ უარი გვითხრა

კობახიძე იმას გვთავაზობს, რაზეც სამი თვის წინ უარი გვითხრა, როდესაც ლეგალურად ამის მოგვარება შეიძლებოდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ კობახიძის ახალი ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა შეუძლებელია, ეს პროცესი ჩაკეტილია, სამი თვის წინ ხომ ვერ დაბრუნდება სასამართლო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაშინ უნდა გააუქმოს ის შედეგები და მივიდეთ პირველ-ორი ნოემბრის დღეებში, როდესაც ჩვენ ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. .

11 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში, საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, შემდეგი არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.