ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს სკანდალური საიტის, WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის შეწყალებას სთხოვს. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.
ანდერსონის თქმით, ასანჟის შეწყალება სწორი ნაბიჯი იქნება მილიონობით ადამიანისთვის, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია.
ჯულიან ასანჟს ბრალი საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ედება, რის გამოც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მისთვის ბრალდება 8 მუხლით აქვს წაყენებული. მართლმსაჯულებას ის 7 წლის განმავლობაში ემალებოდა,, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში ეკვადორის საელჩო დაატოვებინეს, პატიმრობაში იმყოფება. აშშ-ში ექსტრადიციის შემთხვევაში მას 175-წლიანი პატიმრობა ელის.