ბრუკლინ ბექჰემი საცოლეს, ნიკოლა პელცს დაბადების დღეს ულოცავს!

ბრუკლინ ბექჰემი საცოლეს, ნიკოლა პელცს დაბადების დღეს ულოცავს!

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი შვილი, 21 წლის ბრუკლინ ბექჰემი და მოდელი ნიკოლა პელცი გასულ წელს, 9 თვიანი რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ დაინიშნენ. წყვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავქყენებს. ახლახანს, 9 იანვრას ნიკოლა პელცი 26 წლის გახდა, ბრუკლინმა კი მას დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯაროდ მიულოცა.

„დაბადების დღეს გილოცავ, სიტყვიერად ვერ გადმოგცემ რამდენად მიყვარხარ. შენ მე უკეთეს და უბედნიერეს მამაკაცად მაქცევ. თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი, რადგან შემიძლია ჩემი მთელი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო და უამრავი ლამაი მოგონება შევიქმნა. ვიმედოვნებ ყველაზე კარგი დაბადების დღე გექნება, რადგან შენ ამას ნამდვილად იმსახურებ. მიყვარხარ.“- წერს ბრუკლინი და ნიკოლასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.