ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სკანდალური დაშორების ისტორია კვლავაც გრძელდება. ამჯერად საქმე იმ 7 მილიონ დოლარს ეხება, რომელიც სასამართლოს შემდეგ დეპის ანგარიშიდან ემბერთან გადაირიცხა. მაშინ ვარსკვლავმა პრესას განუცხადა, რომ თანხით დაინტერესებული არ იყო და მას მთლიანად საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხავდა.
სწორედ ამიტომ, ჯონი დეპის დაცვის მხარემ ამჯერად ვარსვკლავის ამ განცახდებაზე მიიტანა იერიში და გაარკვია, რომ ჰერდის მიერ დასახელებულმა ACLU-ს არასამთავრობო ორგანიზაციამ მისი განცხადების შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ $100,000 მიიღო.
ადვოკატების ამ აღმოჩენას, ჰერდის მხარეც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ 7 მილიონი დოლარის დარჩენილი ნაწილი ჰერდმა სწორედ დეპთან ლეგალურ ბრძოლას მოახმარა.