„ღრმად ვარ დარწმუნებული, გავა დრო და ჩვენი შთამომავლობა იმ უმაღლეს შეფასებას მიუძღვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას, რომელსაც ის ქართველი ერისგან  იმსახურებს“

„ღრმად ვარ დარწმუნებული, გავა დრო და ჩვენი შთამომავლობა იმ უმაღლეს შეფასებას მიუძღვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას, რომელსაც ის ქართველი ერისგან  იმსახურებს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილ სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე ბატონ ბიძინა ივანიშვილის დამსახურების ჩამოთვლა რომ დავიწყოთ,   სოციალური ქსელის ბეჭდვითი რესურსი ალბათ არ გვეყოფა. ამ მაშტაბის მეცენატი და საკუთარი ერზე უზომოდ შეყვარებული  ადამიანი ცალკე ფენომენია არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ისტორიაში. ბატონმა ბიძინამ, პოლიტიკაში მოსვლით და მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის თაოსნობით განხორციელებულმა ზღვა რეფორმამ და წარმატებულმა ნაბიჯებმა, საქართველო, ავტორიტარიზმის ჭაობიდან ამოიყვანა და ჩვენი ქვეყნისთვის შერქმეულ სახელს, დემოკრატიის შუქურას რეგიონში, ჭეშმარიტი შინაარსი და ავთენტური მნიშვნელობა შეძინა. ბატონ ბიძინა Ივანიშვილის მიერ დაწყებულმა პროექტებმა ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა; ქვეყანაში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა კი უპრეცედენტო მაშტაბი მიიღო; კიდევ უამრავ  ასპექტზე შემიძლია თქვენი ყურადღების გამახვილება, თუმცა მხოლოდ ერთზე შევჩერდები: ამ პიროვნებამ, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შეძლო ყველაზე მთავარი: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს დაუბრუნა წართმეული და ფეხქვეშ გათელილი ღირსება!!!!

ალბათ მხოლოდ ტრივიალური მადლობის თქმა შეუსაბამო იქნებოდა მისი დამსახურებების წინაშე, თუმცა ბატონი ბიძინა, ამ ტრივიალურ მადლობასაც არ ითხოვს და არ ითხოვდა არასდროს, ისე აკეთებდა სიკეთეს: მაშინაც როცა არ იყო პოლიტიკაში და პოლიტიკაში ყოფნის დროსაც.

ღრმად ვარ დარწმუნებული, გავა დრო და ჩვენი შთამომავლობა იმ უმაღლეს შეფასებას მიუძღვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას (პოლიტიკურსაც და მის მიღმაც, რა თქმა უნდა), რომელსაც ის ქართველი ერისგან  იმსახურებს.

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს  ერისკაცები“