ჯასტინ და ჰეილი ბიბერებმა 2018 წლის 13 სექტემბერს იქორწინეს, თუმცაღა წყვილი ოჯახის ახალი წევრის გაჩენას ჯერჯერობით არ ჩქარობს და ამისთვის მიზეზიც აქვს. Hollywood Life-თან ინტერვიუში ოჯახთან დაახლოებულმა პირმა თემის გარშემო გულახდილად ისაუბრა.
"ისინი ჯერჯერობით ბავშვებზე არ ფიქრობენ. მათ მეგობრებს განუცხადეს, რომ აპირებენ ქორწინებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში. მათ იციან რომ ორივე ახალგაზრდები არიან და ჯერ კიდევ თაფლობისთვეში არიან. წყვილმა იცის, რომ ბევრი დრო აქვს და 2021 წელს ბავშვის გაჩენას ნამდვილად არ აპირებს," -წერს გამოცემა.