Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო

Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო

Netflix-ზე ქართველი მწერლის, მხატვრისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ („დედა, იცი, სად ვიყავი?“) დაიდო.

ანიმაციური ფილმი 2018 წელს, თავად გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა და მისი რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი, ლევან გაბრიაძეა. პროდიუსირება კი თემურ ბექმამბეტოვის სტუდია Bazelevs-ს ეკუთვნის.

მულტფილმის მთავარი გმირი ხვდება ლენინს, მენდელეევსა და სტალინს, ასევე ამარცხებს ჰიტლერს.

აღნიშნული ანიმაცია 2019 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვდა.

რეზო გაბრიაძე ფილმების „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა!“-ს სცენარისტია. მან ასევე 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა.