საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს
"ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომელიც თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებს:
დემოკრატიის გაძლიერება (საკონსტიტუციო რეფორმა, კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, ინსტიტუციური რეფორმები);
ადამიანის უფლებების დაცვა (პენიტენციური სისტემის რეფორმა, სასამართლოს რეფორმები, მედიის თავისუფლება, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა);
ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება;
პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, რომელმაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატებები მოიტანა;
მშვიდობის განმტკიცება და უსაფრთხოება (თავდაცვის სფეროს რეფორმები და თავსებადობა NATO-ს სტანდარტებთან, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში);
სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება (მაგისტრალური გზები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა)"