დღეს ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია, რომელმაც გაიმარჯვა, არის გაძლიერებული. ზუსტად გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას, რაც კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია არა მხოლოდ პარტიული, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარების კუთხით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს, თუ ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე, ან რა სახის სხვა ცვლილებები იქნება პარტიაში.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, პარტიის მიერ მოხდება ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ახლო დღეებში მიიღებთ ინფორმაციას, თუ ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე, ან რა სახის სხვა ცვლილებები იქნება პარტიაში, - განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მისი მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას არასდროს ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა.
„ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი პოლიტიკაში მოსვლისას არასდროს არ ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა. ჩვენ გვახსოვს მისი პოლიტიკაში მოსვლა და ის დაპირებები, რომ ის დაასრულებდა ძალადობრივ რეჟიმს. ეს მან განახორციელა. ასევე მისი დაპირება, ის უზრუნველყოფდა, რომ არ იქნებოდა რევანში, რომელიც სამწუხაროდ, ყველა წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ხოლმე. რაც ყველაზე მთავარია, მოხდა ჩვენი ქვეყნის ძალიან პროდასვლური კურსის გაძლიერება. ეს მხოლოდ ჩემი და ჩვენი პარტიის რომელომე წევრის განცხადება არ არის. ეს ის საქმეებია, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს უპროცედენტოდ მაღალ დონეზე არსებულ თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნოორებთან. როგორც არასდროს, ისეთი დიდი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ბოლო ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრები. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ქვეყანა დგას ძალიან მყარ დემოკრატიული განვითარების გზაზე. მისმა გადაწყვეტილებამ რა თქმა უნდა, გუნდის წევრებს, ყველას გული დაგვწვიტა. თუმცა წერილიდან კარგად ჩანს, რომ ის თვლის, დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, განსაკუთრებით პარტიის შიგნით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მის გადაწყვეტილებას პატივი ყველამ უნდა ვცეთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.