ნაომი კემპბელი კენიაში ისვენებს! სუპერმოდელი 216 ფუნტის ღირებულების საცურაო კოსტუმით!

ნაომი კემპბელი კენიაში ისვენებს! სუპერმოდელი 216 ფუნტის ღირებულების საცურაო კოსტუმით!

50 წლის სუპერმოდელი, ნაომი კემპბელი პაპარაცების ობეიქტივში იშვიათად ხვდება და სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მიუხედავად მისი იშვიათი გამოჩენისა, ის მის ფანებს იმედებს არასოდეც უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. ახლახანს მან ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტო განათავსა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის კენიაში ისვენებს.

უახლეს ფოტოებში სუპერმოდელი ულამაზესი სანაპიროს ფონზე პოზირებს. მას დიზაინერ Melissa Odabash-ის საცურაო კოსტუმი აცვია, რომლის ღირებულება 216 ფუნტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სუპერმოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება.