გერმანიაში ლატარეის გამარჯვებულის სამწლიანი უშედეგო ძებნა შეწყვიტეს. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უცნობმა State Toto-Lotto-ს ჯეკპოტი 2017 წლის 1-ელ აპრილს მოხსნა. მისი მოგება 11.3 მილიონ ევროს შეადგენდა. გამარჯვებულს ჯილდოს მოთხოვნისთვის 3,5 წელი ჰქონდა, თუმცა ლატარეის ორგანიზატორებს არავინ დაკავშირებია.
ორგანიზატორები გამარჯვებულს მედიის საშუალებით მოუწოდებდნენ ბილეთის წარდგენისკენ და კუთვნილი ჯილდოს მიღებისკენ, თუმცა უშედეგოდ. კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ კი თანხა გათამაშების ბიუჯეტში დაბრუნდა.