დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის გამო, Twitter-ის აქციების ფასი დაეცა

დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის გამო, Twitter-ის აქციების ფასი დაეცა

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Twitter-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპს ანგარიში დაუბლოკა, კომპანიის აქციების ფასი დაეცა. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, Twitter-ის ერთი აქციის ღირებულებამ დღეს 49,54 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 3,77%-ით ნაკლებია.

Twitter-მა თეთრი სახლის ლიდერსა და მის საარჩევნო შტაბს ანგარიშები სამუდამოდ დაუბლოკა.