პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ დაპირისპირებული მხარეები ვიწროპარტიული ინტერესებს გვერდით გადადებენ და პასუხისმგებლობას აიღებენ შესაძლებელია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ყველასთვის იქნება მომგებიანი.
„ზუსტად იმიტომ, რომ ვხედავ შეთანხმების რესურსს, მჯერა, როგორც კი მოლაპარაკების ყველა მონაწილე დაინახავს რამხელა საფრთხის წინაშე ვდაგავართ, მთელი ქვეყანა, როგორც კი ჩვენ ამას დავინახავთ, მე დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ვიწროპარტიული ინტერესები, ავიღო პასუხისმგებლობები, შეიძლება, ყველამ რაღაც დავთმოთ, რაღაც დავკარგოთ, მაგრამ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც საბოლოო ჯამში ყველასთვის მისაღები იქნება", - აცხადებს რაქვიაშვილი.