ლევან მახაშვილი: ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა

ლევან მახაშვილი: ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა

ასეთი ტიპის სიახლოვე, რა თქმა უნდა, არღვევს ხაზს ერთი მხრივ, კანონის დაცვასა და მეორე მხრივ, პოლიტიკურ კორუფციას შორის, ერთი მხრივ დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და მეორე მხრივ, საშინაო საქმეებში ჩარევას შორის,- ასე ეხმიანება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ცოლს სახლი მიქირავებული აქვს გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერისთვის, რომლის დამადასტურებელი ქირავნობის ხელშეკრულებაც არ მოიპოვება.

მახაშვილის თქმით, პეტერ ფიშერისგან მსგავსი საქციელი მოულოდნელი არ ყოფილა, მისი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე. 

სწორედ ამიტომაც მოვუწოდებდით ამა თუ იმ დიპლომატს, რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ მსგავსი ტიპის სიახლოვისგან და ჩარევებისგან ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან, ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, რომ გასაგებია, ეს შეიძლება მისთვის კანონის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა, მისთვის არ იყოს პრობლემა ვენის კონვენციის დარღვევა, არ იყოს პრობლემა დიპლომატიური ეთიკის დარღვევა. სამწუხაროდ ზოგიერთ ასეთ დიპლომატთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

Gami დისქაუნთი აქვს ხაზარაძის ქალისგან.
15 საათის უკან