„გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეს- ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი , პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოება, რომ არა თითოეული მოქალაქის ის გრძნობა , რომ ჩვენი ქვეყანა დაცულია, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ის განვითარების პროცესები, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ჩვენ ვხედავთ თქვენს მაღალ შეფასებებს და ბრძოლას კორუფციასთან , ტერორიზმთან, ვიცით, რომ არაერთი მცდელობაა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში და როგორ მაღალ დონეზე შეძელით ამ ყველაფრის აღმოფხვრა. ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ იმედს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ უფრო მყარად იყვნენ ამ ქვეყანაში. ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თქვენ თანამშრომლებს . არსებობენ გმირები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეს საზოგადოებამ, როგორ პროფესიონალურად უძღვებიან ეს ადამიანები თავის საქმეს. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენთაგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის,