შოკოლადის კექსი

შოკოლადის კექსი

ინგრედიენტები

1   ჭიქა კაკაოს ფხვნილი

3  ჭიქა ფქვილი

2  ჩ/კ მარილი

2  ჩ/კ გამაფხვიერებელი

1   ჭიქა დარბილებული მარილიანი კარაქი

2   ჭიქა შაქარი

4   ცალი დიდი კვერცხი

2  ჩ/კ ვანილი

2  ჭიქა არაჟანი

3   ს/კ წყალი

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 165 C-ზე. მოუსვით ცხიმი 25 სმ ზომის კექსის საცხობ ფორმას.

პატარა თასში კაკაოს ფხვნილი, ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი ჩაცერით.

დიდ თასში დარბილებული კარაქი და შაქარი ელექტრო მიქსერით რამდენიმე წუთით გაღიავებამდე და ფაფუკი მასის მიღებამდე თქვიფეთ.

სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები და კარგად შეათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი. თასის კიდეები კოვზით ჩაფხიკეთ.

პატარა თასში აურიეთ არაჟანი და წყალი. სხვა თასში ფქვილის ნაზავი და არაჟნის ნაზავი ერთად 5 ეტაპად ათქვიფეთ – დაიწყეთ და დაამთავრეთ ფქვილის ნაზავით. (ე.ი. 1/3 ფქვილის ნაზავი, შემდეგ ½ არაჟნის ნაზავი, შემდეგ 1/3 ფქვილის ნაზავი, შემდეგ დარჩენილი ½ არაჟნის ნაზავი და ბოლოს დარჩენილი 1/3 ფქვილის ნაზავი). დროდადრო თასის კიდეები კოვზით ჩაფხიკეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად შეერიოს.

ცომი წინასწარ გამზადებულ კექსის საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

აცხვეთ 165 C-ზე, სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ, დაახლოებით 1 სთ და 10 წუთით.

გამოიღეთ ღუმელიდან და ფორმაშივე ბოლომდე გააცივეთ. როცა გაცივდება ნამცხვრის ლანგარზე გადმოიტანეთ. გემრიელად მიირთვით.