ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ოჯახი ლონდონში მდებარე კენსინგტონის სასახლეს დაემშვიდობებიან. ბოლო პერიოდში, მათი ოჯახი დიდ დროს ნორფოლკში მდებარე ანმერ ჰოლში ატარებს, რომელიც დედოფლის საკუთრებაშია.
მდიდრული საცხოვრებლის მოსამზადებლად ოჯახმა 1.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა და როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი დროებითი სულაც არ არის. სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებით, ოჯახი პანდემიური სიტუაციის დასრულებამდე ბრიტანეთის დედაქალაქში ყოფნას მოერიდება.