ჯეფრი სტარი ქანიე უესტთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს პასუხობს

ჯეფრი სტარი ქანიე უესტთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს პასუხობს

მას შემდეგ, რაც რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავის კიმ კარდაშიანისა და მისი მეუღლის 43 წლის რეპერის, პროდიუსერისა და დიზაინერის ქანიე უესტის განქორწინების ინფორმაცია გავრცელა, ვარსკვლავური წყვილი უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანი.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილის დაშორების ერთ-ერთ მიზეზად ამერიკელი შემსრულებლისა და ჯეფრი სტარის რომანი დასახელდა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქანიეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ოჯახთან დაახლოებული წყარო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია სიცრუეა, ქანიესა და ჯეფრის შესაფებ ინფორმაცია თავდაპირველად ინფლუენსერმა Ava Louise-მა გაავრცელა, რის შემდეგაც ჯეფრიმ სოციალურ მედიაში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "I'm ready for Sunday Service."

როგორც ჩანს ვარსკვლავი ოფიციალური კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა მისმა გამოქვეყნებულმა პოსტმა საზოგადოების ყურადღება მაინც მიიპყრო.