გამოკითხვა: ამერიკელთა უმრავლესობა 6 იანვრის მოვლენებზე პასუხისმგებლობას დონალდ ტრამპს აკისრებს

გამოკითხვა: ამერიკელთა უმრავლესობა 6 იანვრის მოვლენებზე პასუხისმგებლობას დონალდ ტრამპს აკისრებს

ამერიკელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 6 იანვრის დრამატულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. სოციოლოგიური გამოკითხვა კომპანია Morning Consult-მა და გამოცემა Politico-მ ჩაატარეს.

გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 63%-მა კაპიტოპლიუმზე თავდასხმაში ნაწილობრივ პრეზიდენტი დაადანაშაულა. 49%-მა კი განაცხადა, რომ ძალადობასა და ვანდალიზმზე პასუხისმგებლობა მთლიანად თეთრი სახლის ლიდერს ეკისრება.

ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დონალდ ტრამპი.