აშშ-ში კიდევ ერთი მინისტრი გადადგა

აშშ-ში კიდევ ერთი მინისტრი გადადგა

6 იანვრის დრამატული მოვლენების შემდეგ თანამდებობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა.

ამჯერად პოსტიდან განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი გადადგა. მანამდე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ დაწერა.

პოსტები დატოვეს დონალდ ტრამპის მრჩეველმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში რაიან ტულიმ, პირველი ლედის აპარატის უფროსმა სტეფანი გრიშემმა, პრესმდივნის მოადგილემ სარა მეთიუსმა და პროტოკოლის აპარატის მდივანმა რიკი ნიჩეტმა.