ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი Dr. Dre (ანდრე რემალ იანგი) რეანიმაციაშია. მას თავის ტვინის სისხლძარღვის ანევრიზმა აქვს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ორი დღის წინ 55 წლის მუსიკოსი ლოს-ანჯელესში კლინიკა Cedars-Sinai-ში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მუსიკოსის მდგომარეობა სტაბილურია.
Dr. Dre ამერიკული რეპის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის ცნობილია როგორც მუსიკოსი და პროდიუსერი. მან განახორციელა ემინემის, Snoop Dogg-ის, 50 Cent-ისა და 2Pac-ის ხმაურიანი ალბომების პროდიუსინგი.
გამოცემა Forbes ვერსიით, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ტოპათეულშია.