Grammy-ს დაჯილდოების ცერემონია მარტამდე გადაიდო

Grammy-ს დაჯილდოების ცერემონია მარტამდე გადაიდო

კორონავირუსის პანდემიის გამო Grammy Awards 2021-ის დაჯილდოების ცერემონია მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიაში COVID-19-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო ცერემონია 31 იანვრის ნაცვლად 14 მარტს ჩატარდება.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მუსიკალურ ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ასობით ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ვინც დაუღალავად შრომობს ჩვენი შოუს მოსამზადებლად“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტთა სია ჯერ კიდევ ნოემბერში გამოქვეყნდა.