კიმ ჩენ ინი აღიარებს, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმა ჩაუვარდა

კიმ ჩენ ინი აღიარებს, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმა ჩაუვარდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აღიარებს, რომ ეკონომიკური განვითარების 5-წლიანმა გეგმამ ვერ გაამართლა. ამის შესახებ მან შრომის პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

კიმ ჩენ ინის თქმით, გეგმა ყველა მიმართულებით ჩავარდა, რის გამოც ახალი, უფრო რეალისტური 5-წლიანი გეგმის შემუშავებაა საჭირო.

წელს კიმ ჩენ ინს მოსახლეობისთვის არც საახალწლო მიმართვა ჩაუწერია. ამის ნაცვლად მან თანამოქალაქეებს მისალოცი ბარათები გაუგზავნა.