ყოფილი ფრონტმენი, გიტარისტი და ჯგუფ Children of Bodom-ის დამაარსებელი ალექსი ლაიჰო 41 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ის ქალაქ ჰელსინკიში, საკუთარ სახლში გასულ კვირას დაიღუპა. მუსიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო წლების განმავლობაში აწუხებდა.
მუსიკოსის სიკვდილს ადასტურებენ ასევე ჯგუფ Bodom After Midnight-ის წევრები. მუსიკოსმა ეს ჯგუფი 2020 წელს დაარსა.
ალექსი ლაიჰო 1979 წლის 8 აპრილს ფინეთში, ქალაქ ესპოში დაიბადა. 1993 წელს მან დაარსა ჯგუფი IneartheD, რომელიც შემდგომ Children of Bodom-ად გადაკეთდა. არსებობის მანძილზე ჯგუფმა 10 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ბოლო ალბომი 2019 წელს გამოვიდა. ლაიჰო 100 ტომ მუსიკოსს შორის მოხვდა. ის ჟურნალ Guitar World-ის ვერსიით, ერთ-ერთ სწრაფ გიტარისტად ითვლებოდა.