ინდოეთში, საიუველირო კომპანია Renani Jewels-ის დამფუნძნებლის მიერ შექმნილი ბეჭედი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ჰარშიტ ბანსალმა ბეჭედზე, რომელსაც „მარიგოლდი“ დაარქვა 12 638 38.08-კარატიანი ბრილიანტი მოათავსა, რაც ერთ ნაკეთობაზე ამ ძვირფასი ქვის რეკორდულად მაღალი რაოდენობაა. ყვავილის ფორმის ბეჭედი 165 გრამს იწონის.
წინა რეკორდი ასევე ინდოეთში, იყო დამყარებული, როცა კომპანიამ Hallmark Jewellers 7 801-ბრილიანტიანი ბეჭედი გამოუშვა.