მაიკ პომპეო: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ ყველაზე ხისტ პოლიტიკას ატარებდა

მაიკ პომპეო: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ ყველაზე ხისტ პოლიტიკას ატარებდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკის სხვა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ ყველაზე ხისტ პოლიტიკას ატარებდა.

„არც ერთ ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ ისეთი ხისტი პოლიტიკა არ გაუტარებია, როგორც ჩვენმა ადმინისტრაციამ გაატარა. წერტილი. შეხედეთ ფაქტებს“, - დაწერა მაიკ პომპეომ Twitter-ზე.

მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ 2017 წლიდან ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის 365-ზე მეტ სუბიექტს სანქციები დაუწესა, რაც უკრაინასა და ევროპაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხი იყო.

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ხისტად უპასუხა რუსეთის აგრესიას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მეგობრებს უჭერდა მხარს და რუსეთს თავზე ხელს არ უსვამდა. არავითარი სულელური „გადატვირთვის“ ღილაკები. რეალიზმი“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.