ავსტრალიამ შეზღუდვები გაამკაცრა

ავსტრალიამ შეზღუდვები გაამკაცრა

კოვიდინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო ავსტრალიამ შეზღუდვები გაამკაცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში Covid 19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც ამ შტატებში დახურულ სივრცეებში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.

ავსტრალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, ვინც კორონავირუსი ყველაზე ადრე დაამარცხა, თუმცა დეკემბრის ბოლოს ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები მაინც გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.