ერთი კვირის წინ იტალიის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი „ისტორიულ სამშობლოში“ დაბრუნდა და კლუბ „მილანში“ ჩაირიცხა.
გუშინ განას საფეხბურთო ნაკრები აფრიკის თასის ნახევარფინალში ბურკინა-ფასოსთან დამარცხდა. გაგიკვირდებათ და მარიო ბალოტელი წარმოშობით განადან ბრძანდება. თავის დროზე მის მშობლებს ფინანსური პრობლემები წარმოეშვათ და ნორჩი მარიო იტალიაში გააშვილეს.
ბალოტელიმ „მილანში“ პირველი ოფიციალური შეხვედრა უკვე ჩაატარა და „უდინეზეს“ ორი გოლი გაუტანა.
გუშინ გამოცემამ „Goal.com” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
კვირას, ქალაქ მონცაში მორიგი პოლიტიკური მიტინგი ჩატარდა და სენიორ სილვიო ბერლუსკონის ღვიძლმა ძმამ, პაოლომ მარიო ბალოტელის წინააღმდეგ გაილაშქრა.
ბატონი პაოლო სიტყვით გამოსვლისას ბალოტელის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ იტალიური გუნდების მფლობელებმა ნიჭიერი ახალგაზრდა თანამემამულეები უნდა დააწინაურონ.
პაოლომ ცნობილი ნათესავი სილვიო საქვეყნოდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „მილანში“ გაურკვეველი ეროვნების შავკანიანი მოთამაშე არ უნდა ჩაერიცხა.
პაოლო ბერლუსკონის გამონათქვამებმა იტალიაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ „მილანი“ ერთ-ერთ ქვედა ლიგის გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდა და ამ მატჩის მიმდინარეობისას კევინ პრინც-ბოატენგს რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენეს.
პაოლო ბერლუსკონის „გამონათქვამების“ შესახებ ბალოტელის ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გუშინ ფეხბურთელი ჰოლანდიაში იმყოფებოდა და „სკუადრა აძურას“ რიგებში მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.