კატალონიის პოლიციამ უკანონო წვეულების მონაწილეები დააკავა

კატალონიის პოლიციამ უკანონო წვეულების მონაწილეები დააკავა

კატალონიაში პოლიციამ უკანონო წვეულების მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. ბარსელონასთან სიახლოვეს მდებარე ლინას დელ ვალესის დასახლებაში საახალწლო წვეულება თითქმის ორი დღე გრძელდებოდა.

წვეულების მონაწილეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. დაკავებულია 300-მდე ადამიანი. კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციის დარღვევისთვის მათ სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.