კოვიდინფიცირებული ლარი კინგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

კოვიდინფიცირებული ლარი კინგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ის ლოს ანჯელესის კლინიკაში მკურნალობს. 87 წლის კინგი დიაბეტით არის დაავადებული და ბოლო წლებში რამდენჯერმე ისულტი აქვს გადატანილი.

2017 წელს კი ტელეწამყვანს ფილტვის კიბო დაუდგინეს. ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში მას თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენზე“ მიჰყავდა. ბოლო წლებში ის ტელეკომპანია Russia Today-ში მუშაობდა.