საახალწლო წვეულებების დროსაც კი ნორმის დაცვა ოქროს წესია მათთვის, ვინც გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მაგრამ, თუ უარი მაინც ვერ თქვით და სიმძიმესთან ერთად, დანაშაულის გრძნობაც გიპყრობთ, მაშინ მარტივ წესებს უნდა მისდიოთ, რომელიც თქვენი ორგანიზმის სწრაფ რეაბილიტაციას მოახდენს.
წყალი
რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, წყალი ორგანიზმს ბალანსში ამყოფებს. ალკოჰოლი სხეულის გაუწყლოებას ახდენს: ერთი დღით უარი თქვით ყავასა და გაზიან სასმელებზეც და ის დიდი რაოდენობით წყლით ჩაანააცვლეთ. გახსოვდეთ, რომ დღეში 2 ლიტრამდე წყალი უნდა დალიოთ.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ღვიძლს გაზიან სასმელებთან გამკლავებაში ეხმარება.
ვიტამინი С
ვიტამინი С ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს, ამიტომ აღდგენისთვის საუკეთესო დამხმარეა.
ხილი და ბოსტნეული
გსურთ, რომ სხეულში კვლავ სიმსუბუქე იგრძნოთ? მაშინ ხილისა და ბოსტნეულის დიეტას უნდა მიმართოთ. ისინი ენერგიით აგავსებენ და კარგ განწყობაზე დაგაყენებენ.