2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელშიც ახალი წლის მოახლოება სიახლისა და აღმოჩენების მოლოდინს არ აღვივებს. ინტერესი იმისა, თუ რა გველის მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში მეტნაკლებად ჩვენს ფინანსებასაც უკავშირდება და ხშირად საქმიანი გეგმების პარალელურად, არც ვარსკვლავთა წინასწარმეტყველებების გაცნობაზე ვამბობთ უარს. ასე რომ, გადავხედოთ რას პროგნოზირებენ ისინი 2021 წლისთვის ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის.

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ადრე თუ გვიან მოვლენები სწორ კალაპოტში ჩადგება, მაშინაც კი, თუ წლის დასაწყისში ეს არ იგრძნობა. გაზაფხულზე ახალი შესაძლებლობები ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენებთ, თქვენ საქმე ბევრ მცდარ ინფორმაციასთან გექნებათ, ამიტომაც მარტის თვეში სანდო წყაროებზე დაყრდნოვა ყველაზე მეტად გმართებთ. ისეთი პროფესიული საქმიანობები, როგორებიცაა ტურიზმი, მედია და სარეკლამო ინდუსტრია განსაკუთრებულად მომგებიანი შემოდგომით გახდება. წლის ბოლოს უმჯობესია თუ მცირე დანაზოგს მოაგროვებთ და თავს ამით უფრო მეტად დაიცავთ გაუთვალისწინებელი პრობლემებისგან.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენი ცოდნის გაღრმავების ახალი გზების ძიება იანვარი-ივნისის შუალედში თქვენს მოტივაციას აამაღლებს. სამსახურეობრივი წახალისება თქვენი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალებას მოგცემთ. აგვისტოს თვეში შემოსავლის გაზრდის შანსი ყველაზე დიდია, ოქტომბერში კი, იდეები რომლებიც შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებას ეხება, ნამდვილად გაამართლებს. წლის ბოლოსთვის ეცადეთ ისეთ შენაძენებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომლებითაც გრძელვადიან სიამოვნებას მიიღებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ირწმუნეთ საკუთარი თავის, თქვენს სამომავლო გეგმებში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი და მიეცით საკუთარ თავს ახალი გზების მოძიების შესაძლებლობა. არ აქვს მნიშვნელობა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, სახლის ყიდვა გინდათ თუ ცხოვრების სტილის ტრანსფორმაციაზე ოცნებობთ, თვალსაწიერის გადართოება საშუალებას მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში. კომუნიკაციის კარგი უნარები თქვენი დაბადების დღის პერიოდში უკეთეს პოზიციაში დაგაყენებთ, ზაფხულში ელოდეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენგან სესხი სჭირდებათ - მართალია, დახმარება გსურთ, მაგრამ საკუთარ გეგმებზეც ღირს დაფიქრება. ქველმოქმედება სახლიდან იწყება და პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი უნდა იყოს!

კირჩხიბი (22 ივნისი - 23ივლისი)

საკუთარი ძალების ნიჭიერ ადამიანებთან გაერთიანებამ შესაძლოა თქვენი ფინანსური პერსპექტივები უფრო განიერი გახადოს. მოულოდნელი პრემიები, საჩუქრები და შემოსავალი გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებულ კომფორტს შეგიქმნით. ფუფუნება როგორც იქნება საშუალებას მოგცემთ დიდი ხნით ნანატრი არდადეგები მოიწყოთ. შემოდგომაზე შესაძლოა თავი ზედმეტად გადატვირთულად იგრძნოთ, მაგრამ ზურგი არ აქციოთ იმ შესაძლებლობებს რომლებიც მეტ მოგებას გპირდებათ. თქვენი თავდადება სამსახურში დაგიფასდებათ.

ლომი (24 ივლისი - 23 აგვისტო)

თქვენ ყოველთვის გიყვარდათ კონკურენციის გაწევა, ამიტომაც წლის დასაწყისში არსებული გამოწვევებით შეგიძლიათ აქამდე მიუწვდომელი მიზნები განახორციელოთ. მოემზადეთ საქმიანი დღეებისათვის და არ დაგავიწყდეთ კონცენტრაცია! თქვენი ენთუზიაზმით შეგიძლიათ სხვებიც შთააგონოთ. სექტემბრის თვეში სამუშაო შეთავაზებას მიიღებთ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით. წლის ბოლოსკენ, საქველმოქმედო და მოხალისეობრივი საქმიანობები თქვენს გულს სიხარულით აავსებს და კმაყოფილების შეგრძნებას გაგიმძაფრებთ.

ქალწული (24 აგვისტრო - 23 სექტემბერი)

წლის დასაწყისში ფინანსური კრიზისია მოსალოდნელი, მაგრამ პანიკას არ აჰყვეთ, რადგან ჰორიზონტზე უფრო მომგებიანი შესაძლებლობებია! ვარსკვლავები თებერვლიდან საინტერესო კარიერულ ცვლილებებს გპირდებიან. სახლის განახლებასთან, ქონების მართვასა თუ ავეჯის აღდგენასთან დაკავშირებული შესაძლებლობები თქვენთვის მომგებიანი იქნება. ზაფხულში ფულის დაბანდება ისეთ დეტალებში, რაც კომფორტსა და სიამოვნებას განიჭებთ, სამომავლო ინვესტიცია აღმოჩნდება.

სასწორი ( 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოემზადეთ ახალი ფინანსური წყაროებისთვის! თქვენი ხელმძღვანელობა როგორც იქნა დააფასებს თქვენს მონდომებას და სრულიად ახალ მოვალეობებსაც დაგაკისრებთ. ღირსეულად შეხვდით ყველა დაგვიანებასა და მოულოდნელობას, ეს სამომავლოდ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

წლის დასაწყისში ფინანსური გეგმების გაწერა გაზაფხულზე უკვე შედეგს გამოიღებს. თუ სამსახურს ეძებთ, გასაუბრების დროს ხაზი გაუსვით თქვენს სამსახურეობრივ მიღწევებს, ამით მომავალ დამსაქმებელზე აუცილებლად მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. ბიზნეს შესაძლებლობას აპრილის თვეში ელოდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

კონცენტრირდით იმაზე მეტი თანხის შენახვაზე, ვიდრე ხარჯავთ! ფინანსებისადმი გონივრული მიდგომა დაგეხმარებათ მდგომარეობის გამყარებაში და გაზაფხულსაც მეტი რესურსით შეხვდებით. თუკი თქვენი სამსახური სტრესტულია, ეცადეთ მოიძიოთ ახალი პოზიცია. ყველაზე საინტერესო შემოთავაზება ივლისის თვეშია მოსალოდნელი. წლის ბოლოს თქვენი ენერგიის მოგზაურობასა და სწავლაში დაბანდება კიდევ უფრო აგიმაღლებთ განწყობას.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მიუხედავად იმისა, რომ კომფორტის შექმნაზე უარს ბოლომდე არ იტყვით, სჯობს ყურადღებით წარმართოთ ხარჯები, რაც გარკვეული სოციალური ჩართულობის გაუქმებას მოითხოვს. თქვენი მეგობრებიც, რომლებიც ფინანსურ კრიზის უჩივიან, ამისთვის მადლიერები დაგრჩებიან. ფინანსური სირთულეები წლის პირველ სამ თვეს უსიამოვნოს გახდის, თქვენთვის რთული იქნება 2021 წელს სტაბილურობას მიაღწიოთ, მაგრამ წლის ბოლოს გარკვეული გამოწვევები ნამდვილად გელით.

მერწყული (21 იანვარი - 19 თებერვალი)

ადამიანები თქვენს ნიჭს აფასებენ და თუკი მოგბეზრდათ ფულის შოვნის მცდელობა, ეს წელი იდეალურია თქვენი საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის. ცვლილებები თქვენს კარიერაში, რომლებიც თავდაპირველად შესაძლოა შემაწუხებელი აღმოჩნდეს, საბოლოო ჯამში, საინტერესო აღმოჩნდება. თქვენ ყოველთვის სხვა ადამიანებს აყენებთ პრიორიტეტებში, ამიტომაც სამყაროს სურს დაგაჯილდოვოთ. ეს წელი საუკეთესოა იმისთვის, რომ თქვენს ოცნებებს გაჰყვეთ.

თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)

წლის დასაწყისში არ ისურვებთ შემოსავლებზე და მატერიალურ მხარეებზე ფოკუსირებას, რადგან გირჩევნიათ საკუთარი სურვილებისამებრ იმქომედოთ. მიუხედავად იმისა, რომ ფულს უფრთხილდებით, ფინანსური პრობლემები დაძაბულობას ახლო ურთიერთობებშიც იჩენს თავს. გაზაფხულზე თავი აარიდეთ რომანტიკულ თუ ფინანსურ რისკებს. ივნისის თვეში სამსახურში დაწინაოურებას ელოდეთ, რაც თქვენს ფინანსებზეც აისახება.