ტინა კუნაკი და ვენსან კასელი საახალწლო პერიოდს წელსაც რიო-დე-ჟანეიროში ატარებენ და სანამ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი თბილ სამოსში გამოწყობილი საახალწლო სამზადისშია, ისინი ზღვის სანაპიროზე ეფიცხებიან მზეს, რომელიც ორივე მათგანს ასე უყვარს.
რამდენიმე საათის წინ, მოდელმა სანაპიროზე დაფიქსირებული კადრი გამოაქვეყნა, რომელიც დანახვისთანავე გიჩენს სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე დაკავდე სპორტით, რათა მომავალ ზაფხულს სწორედ ასეთი სხეულით შეხვდე, შემდგომ კი, გიჩენს სურვილს რომ მალევე გეშურო არდადეგებისკენ.