ენერგოომბუდსმენი: ელექტროენერგიაზე არსებულ ტარიფს ვერ შევინარჩუნებდით

ენერგოომბუდსმენი: ელექტროენერგიაზე არსებულ ტარიფს ვერ შევინარჩუნებდით

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგში ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, რომ არსებული ტარიფი ვერ შენარჩუნდებოდა. „შესაბამისად, დღეს სწორედ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ. განხილვაზე წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი წვრილმანი, რომლებიც მიგვანიშნებდა, რომ ყველა გზას, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებამდე მივყავდით“, – აცხაზებს ენერგოომბუდსმენი.

მისივე თქმით, „აღსანიშნავია, რომ დანახარჯებიდან ამოირიცხა მილიონობით ლარი. მაგალითად, „თელასის“ შემთხვევაში – 16 მლნ ლარი, ხოლო „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში – 12 მლნ ლარი. მიუხედავად ამისა, ტარიფის შემადგენლობა დარჩა იმ სახით, რა სახითაც დღეს დავინახეთ“.

„ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ მომხმარებლებისთვის მთავრობამ შემოგვთავაზა სუბსიდირების პროგრამა და 1 700 000 აბონენტიდან 1 650 000 აბონენტს შეეხება სუბსიდირება, რაც ჯამში მომხმარებლების 96%–ს შეადგენს“, – მიაჩნია სალომე ვარდიაშვილს.

ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.

სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით:

0 კვტ.სთ-დან     -  101 კვტ.სთ-ის ჩათვლით                  -  18.041 თეთრი/კვტ.სთ

101 კვტ.სთ-დან  -  301 კვტ.სთ-ის ჩათვლით                 -  22.053 თეთრი/კვტ.სთ

301 კვტ.სთ-დან  -                                                                -  26.537 თეთრი/კვტ.სთ

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: 

110-35    კვ.  - 27.370 თეთრი/კვტ.სთ

10-6-3.3  კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ

0.4           კვ.  – 32.931 თეთრი/კვტ.სთ

სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღგ–ის ჩათვლით:

0 კვი.სთ–დან – 101 კვტ. სთ–ის ჩათვლით 17,731 თეთრ/კვტ.სთ.

101 კვი.სთ–დან – 301 კვტ.სთ–ის ჩათვლით 21,707 თეთრი/კვტ.სთ.

301 კვტ.სთ–დან 26,227 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ–ის ჩათვლით:

110–35 კვ. – 28,267 თეთრი/კვტ.სთ.

10-6-3,3 კვ. – 30,879 თეთრი/კვტ.სთ.

0,4 კვ. – 31,960 თეთრი/კვტ.სთ.