მნიშვნელობა არ აქვს, ამას გადინებას დავარქმევთ, თუ რაიმე ერთიანობის მსხვრევას. ჩემი აზრით, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების საკითხზე განაცხადა.
„ჩემი აზრით, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიამ რა არგუმენტებით ისარგებლა ჩემთვის უცნობია. ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილების შესახებ მედიის საშუალებით გავიგე და რაღაც საფუძვლების წარმოშობის მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს, ამას გადინებას დავარქმევთ, თუ რაიმე ერთიანობის მსხვრევას. ჩემი აზრით, ოპოზიციური ერთიანობა რეალურად არც არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში, ელენე ხოშტარიამ რა არგუმენტებით ისარგებლა ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. მისი თქმით, ის არც ერთ სხვა პარტიაში არ გადადის და რჩება ოპოზიციურ ერთობაში. როგორც ხოშტარიამ განმარტა, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მისი პოზიციები უცვლელია.