მამუკა ხაზარაძე: ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ სამუდამოდ გავებუტოთ ერთმანეთს და ქვეყანა მძიმე მდგომრეობაში ჩავაგდოთ

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ სამუდამოდ გავებუტოთ ერთმანეთს და ქვეყანა მძიმე მდგომრეობაში ჩავაგდოთ

ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ სამუდამოდ გავებუტოთ ერთმანეთს და ქვეყანა ჩავაგდოთ მძიმე მდგომრეობაში. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვნახოთ კომპრომისი, ვნახოთ შეთანხმება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„თუ შეთანხმება შედგა რიგგარეშე არჩევნებზე, თუ შეთანხმება შედგა საარჩევნო სისტემის სრულ რეფორმაზე, გარემოს შეცვლაზე, პოლიტპატიმრებზე, მაშინ რა გვინდა გარეთ?! რა თქმა უნდა, შევალთ და ჩვენ მოვალეობას, რაც მანდატებით მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა შევასრულებთ, მაგრამ თუ არ შედგა ეს შეთანხმება, მაშინ იქნება ერთპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლელოს“ თანადამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა და გალექსილ პოსტში სიმხდალეში დასდო ბრალი.

ამის მიზეზი კი ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გაკეთებული განცხადება გახდა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.