გიგი უგულავა: გრიგოლ ვაშაძე წავიდა ბრძოლის ხაზიდან, ელენე ხოშტარია მიდის ამ შემთხვევაში პარტიიდან და როგორც სამოქალაქო აქტივისტი აპირებს იმ საერთო საქმეში ყოფნას, რასაც ერთად ვემსახურებით

გიგი უგულავა: გრიგოლ ვაშაძე წავიდა ბრძოლის ხაზიდან, ელენე ხოშტარია მიდის ამ შემთხვევაში პარტიიდან და როგორც სამოქალაქო აქტივისტი აპირებს იმ საერთო საქმეში ყოფნას, რასაც ერთად ვემსახურებით

რა თქმა უნდა, ვიღაც რომ მიდის, დიდი დანაკლისია, მაგრამ წასულისთვისაც და დარჩენილისთვისაც ეს არის შესაძლებლობები. მე მას წარმატებას ვუსურვებ, რადგან ის საერთო ბრძოლის წინა ხაზზე რჩება, ასე რომ, პარტიულობა არ არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიას წასვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველი არჩევნების შემდეგ პარტიებში, განსაკუთრებით კი ოპოზიციურებში წასვლა-წამოსვლა ხშირი პროცესია.

„ელენე აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევაა იგივე გრიგოლ ვაშაძისგან. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა წასვლა ერთსა და იმავეს ნიშნავს, ვაშაძე წავიდა უკანა კარიდან, წავიდა პოლიტიკიდან და ბრძოლის ხაზიდან, ელენე მიდის ამ შემთხვევაში პარტიიდან და როგორც სამოქალაქო აქტივისტი, როგორც დამოუკიდებელი პოზიციის პოლიტიკოსი აპირებს იმ საერთო საქმეში ყოფნას, რასაც ერთად ვემსახურებით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.